უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2017 18:45
font-size

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლაშა ტალახაძეს და ძალოსნებს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასაკობრივი ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს უმასპინძლა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.

ლაშა ტალახაძემ რამდენიმე დღის წინ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. ხორვატიის ქალაქ სპლიტში ლაშამ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა ატაცში - მან 217 კილოგრამი დაძლია და ირანელი ბეჰდად სალიმის შარშანდელი მიღწევა კილოგრამით გააუმჯობესა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია გახარებული ვარ, რადგან მორიგ მიზანს მივაღწიე, თუმცა ვხვდები, რომ წინ არაერთი გამოწვევა მელის და ვეცდები სხვა ამოცანებიც დადებითად გადავჭრა. რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, მიხარია, რომ ასეთი წონა დავძლიე. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რადგან ჩემპიონატის განმავლობაში მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. ასევე მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობას და, რა თქმა უნდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პირადად ბატონ მინისტრს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ლაშას ჩემპიონობას! ის ძალიან ძლიერი სპორტსმენია, შესანიშნავი ადამიანია და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებ! ვულოცავ ძალოსნობის ფედერაციას მორიგ ოქროს მედალს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფედერაცია სწორი მუშაობით და შესაბამისი შედეგებით ერთ-ერთი მოწინავეა, რაზეც ერთი ფაქტიც მეტყველებს: მალე საქართველოს ძალოსნობის კიდევ არაერთი დარბაზი შეემტება, რაც სპორტის ამ სახეობის ისედაც მზარდ პოპულარობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ქართული ძალოსნობის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დარბაზების კეთილმოწყობა, სპორტსმენთა შეკრებები... რაც შეეხება ლაშას წარმატებას, ის უდავოდ გამორჩეულია და ყველასგან მაქსიმალურ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებს. ძალოსნობის ფედერაციას დიდი გეგმები აქვს და ვეცდებით სამინისტროს და კერძო სექტორის დახმარებით, ყველა დასახულ მიზანს მივაღწიოთ“, - განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორვატიაში გამართულ ევროპირველობაზე მძიმეწონოსანთა შორის ტალახაძესთან ერთად ასპარეზობდა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე. მან პირველი მოძრაობის შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო, ასპარეზობა ვერ გააგრძელა და შეუფასებელი დარჩა. ატაცში ირაკლიმ 201კგ დაძლია, რაც მესამე შედეგი გახლდათ. მძიმეწონოსან გოგონათა შორის უნდა გამოსულიყო ანასტასია გოტფრიდიც, თუმცა შეჯიბრის წინა დღეს, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მან ფიცარნაგზე გასვლა ვერ მოახერხა.

ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ძალოსანია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. რეკორდსმენია ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი - ექვსი ტრიუმფი. ლაშას მწვრთნელის გიორგი ასანიძის აქტივში ევროპაზე მოგებული სამი ოქროა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა კი საქართველოს სახელით ორჯერ მოიპოვა ევროპული ოქრო. წელს ლაშას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვაც მოუწევს. 2015 წელს ქართველმა ძალოსანმა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმარჯვა. პლანეტის უძლიერესი მამაკაცი წლეულს კვლავ ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში გამოვლინდება. მსოფლიო ჩემპიონატი 28 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს: ბანგკოკში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთი ლიცენზია მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები XV ადგილზე გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავს ერთ ლიცენზიას. მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2018 წლის 6-18 ოქტომბერს ბუენოს აირესში გაიმართება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი