უკან

პოლიტიკა

24 აგვისტო, 2016 14:00
font-size

ტარიელ ხეჩიკაშვილი - სოსო ჯაჭვლიანზე: საკადრო თემებზე არ ვიცი, უფრო უპრიანია ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაზე ვისაუბრო

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მთავრობის სხდომის შემდეგ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერების მიზნით სახელმწიფო შპს-ს შექმნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კარგია, როცა ეკონომიკის სამინისტრო მსგავსი პროექტებით და ინიციატივებით გამოდის. რაც შეეხება აღნიშნული შპს-ს ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნას, ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი მენეჯერი იქნება სოსო ჯაჭვლიანი, მინისტრმა აღნიშნა, რომ საკადრო თემებზე საუბარს სჯობს, ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაზე ისაუბროს.

,,საკადრო თემებზე არ ვიცი, დღეს სხვა თემაზე ვსაუბრობთ და უფრო უპრიანია ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაზე ვისაუბრო. ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი რესურსი აქვს და კარგია, როცა ეკონომიკის სამინისტრო მსგავსი პროექტებით და ინიციატივებით გამოდის. ეს ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ისე სპორტის განვითარებას. ჩვენ კონკრეტული პროექტი გვაქვს და იმედია, რომ ზამთრის სახეობებშიც მომავალში წარმატებულად გამოვალთ. იმედია, რომ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ, ხელს შეუწყობს ზამთრის სახეობების განვითარებას“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერების მიზნით, არჩევნების შემდეგ სახელმწიფო შპს-ს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

მარი ნამგალაძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი