უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2018 10:55
font-size

ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორი შეხვედრის შედეგად დავალაგეთ - გიორგი ლომია

ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორი შეხვედრის შედეგად დავალაგეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ლომია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უკვე იმყოფებიან მისი თანაგუნდელები - ნატო ჩხეიძე და ადა მარშაბია.

საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველსო პატრიოტების“ წარმომადგენლები რუსეთში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ. მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ეს უკვე მესამე ვიზიტია, რა დროსაც დელეგაცია შეხვედრებს ისევ რუსეთის სათათბიროს წევრებთან გეგმავს.

ცნობილია, რომ ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპანტ სახელმწიფოსთან საუბარს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ გეგმავენ.

"ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორი შეხვედრის შედეგად დავალაგეთ. წინა შეხვედრაზე კულუარულად მქონდა საუბარი ამ თემაზე, დაიწყეს გამოძიება, დაეკისრა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა, ვთქვათ ოსურ მხარეს. ეხლა უკვე ამ საკითხებზე ჩვენ ოფიციალურად ვისაუბრებთ და ბუნებრივია ალბათ პასუხებსაც მივიღებთ,"-აცხადებს გიორგი ლომია.

შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის მთავრობასთან ერთად, რომ ინაუგურაციის დროს არ იყოს რაიმე ექსცესები დაშვებული - თეა წულუკიანი

14 დეკემბერი, 2018 , 17:20

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინაუგურაციის დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავის ცენტრში დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ინაუგურაციის დღეს ექსცესების თავიდან აცილების მიზნით ყველაფერს გა

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

14 დეკემბერი, 2018 , 16:45

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგა ლასლო ტროჩანთან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარე

ინაუგურაციის წესში ცვლილებები შევიდა

14 დეკემბერი, 2018 , 16:40

საინაუგურაციო პროტოკოლისა და წესების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შევიდა. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ბრძანებულებაში შეიტანა

აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, ახალი სისხლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი, 2018 , 16:00

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდის განახლება აუცილებლად მოხდება. „გახსოვთ, რომ 2015 წელს, ასევე დავაანონსეთ გუნდის განახლება, მაშინ ორი წლის თავზე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამის შედეგები იხ

იქნებ დავიწყოთ 1993 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების დენონსირების პროცესი - აკაკი ზოიძე დიმიტრი მედოევის განცხადებაზე

14 დეკემბერი, 2018 , 16:00

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის აზრით, 1993 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დენონსირების პროცესი უნდა დაიწყოს. აკაკი ზოიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო ურთიერ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცესკოში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

14 დეკემბერი, 2018 , 16:00

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შეხვედრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" პროტესტის ნიშნად დატოვეს. შედეგების შეჯამების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`