უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 მარტი, 2018 14:50
font-size

ტატუნაშვილის რეზოლუციის მიღებაზე კინკლაობა პრობლემას ქმნის - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებაზე კინკლაობა პრობლემებს ქმნის.

„პრობლემას ქმნის ის, ვინც ამ საკითხზე კინკლაობს. როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის რეზოლუციების სულისკვეთება არის ერთი და იგივე და მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ოკუპაციის დაგმობისაკენ. ორივე დოკუმენტში გამოკვეთილია საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლები. კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს რეზოლუცია და ის განსხვავება, რომელიც არის ორ დოკუმენტს შორის, კონსულტაციების საგანია და ეს პროცესი მიმდინარეობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.

პარლამენტში ორი რეზოლუციაა წარდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის. უმრავლესობა ითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ხოლო უმცირესობა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენას, ხოლო იქ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესებას. ორივე მხარე რეზოლუციის ერთიან ვერსიაზე მართავენ კონსულტაციას.

პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

26 იანვარი, 2021 , 17:52

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. პრეზიდენ

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

26 იანვარი, 2021 , 17:13

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უ

ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია

26 იანვარი, 2021 , 17:07

საქართვლოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობას აფასებს. ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასა

“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს

26 იანვარი, 2021 , 16:52

ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს, სადაც მიმართავენ ქართულ ოცნებას, დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ისინი კვლავ მოუწოდებენ მმართველ პარტიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

25 იანვარი, 2021 , 17:05

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებ

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

25 იანვარი, 2021 , 17:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრა