უკან

საზოგადოება

9 ივლისი, 2020 16:30
font-size

თავად აღმოვაჩინოთ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე თვითონ ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად - მაია ცქიტიშვილი

ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად, ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ახლახანს დაასრულა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მუზეუმი 1985 წლის შემდეგ არ განახლებულა. სამუზეუმო კომპლექსისთვის ახალი ოთხსართულიანი შენობაში აშენდა, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სამეცნიერო შეხვედრებისთვის აუდიტორია.

უწყების ცნობით, მუზეუმში დასასრულს უახლოვდება ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სხვადასხვა დროს აღმოჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალური ნივთების ექსპოზიციის მოწყობა და ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს.

„პროექტში, დაახლოებით, 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა მუზეუმის აღჭურვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ საექსპოზიციო ნაწილი, ძალიან მაღალი დონით არის აღჭურვილი საკვლევი აპარატურა, ასევე საცავები, რაც მისცემს საშუალებას ვანის მუზეუმს მოიზიდოს არა მხოლოდ მნახველი, არამედ მკვლევარიც. მუზეუმის განვითარება მისცემს საშუალებას ვანის მოსახლეობას, ისევე როგორც სხვა რეგიონების მოსახლეობას, ისარგებლოს ყველა არსებული პროგრამით.

„აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გვაქვს არაერთი დაფინანსებისა და სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა იმ პროგრამის სუბსიდირების პაკეტით , რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გაარემონტონ სახლები, მოაწყონ „გესთ ჰაუსები“.

„აწარმოე საქართველოს“ ტურისტული კომპონენტი უკვე რამდენიმე წელია რაც აქტიურია, მაგრამ კოვიდის შემდეგ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ საგრანტო კომპონენტიც მნიშვნელოვნად გავზარდეთ და დაახლოებით, 40 მილიონი ლარი მთელი საქართველოს მასშტაბით არის განსაზღვრული 30 000 ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებისთვის, ანუ ეს არ არის სესხი, ეს არის გრანტი, რომელზეც მოსახლეობამ შესაძლოა შეავსოს განაცხადი და შემდგომში მოახმაროს ეს თანხა როგორც კვების ობიექტების, ისე „გესთ ჰაუსების“ მოწყობას. ჩვენი ამოცანაა, ასეთი პროექტების განხორციელებით მივცეთ საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ შემოსავალი, ჩვენ კი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი ასეთი ადგილებით და ტურისტული ლოკაციებით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ონშიც დაწყებულია ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც ასევე მსოფლიო დონის მუზეუმი იქნება.

„იქაც მდიდარი კოლექციაა, დაახლოებით, 14 ათასი ექსპონატია ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან. არის მდიდარი ეთნოკულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური კოლექცია. ჩვენი პროექტები და ჩვენი შიდა ტურიზმის კამპანია ემსახურება იმას, რომ თავად აღმოვაჩინოთ, თუ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვიქცეთ უცხოელი ტურისტებისთვის გიდებად,“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”

18 იანვარი, 2021 , 21:40

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ არ ეთანხმებიან 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ ს

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან

18 იანვარი, 2021 , 17:45

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან. "პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა

18 იანვარი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2994 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

18 იანვრიდან “ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა

18 იანვარი, 2021 , 17:15

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ 18 იანვრიდ

ესპანეთი ძალიან მალე გააჟღერებს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმას“ - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინიტრი

18 იანვარი, 2021 , 16:10

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის არანჩა გონზალეს ლაიას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები,

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა

18 იანვარი, 2021 , 15:20

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზრუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმ