უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 სექტემბერი, 2020 18:52
font-size

თავბრუსხვევა და ვერტიგო

თავბრუსხვევა ზოგადი ტერმინია, რომელიც სხვადასხვა შეგრძნებას აღწერს, მათ შორის: გულის წასვლის გრძნობას, გაბრუებას, წონასწორობის დაკარგვას, ტრიალის ან თავში სიმსუბუქის შეგრძნებას, სისუსტეს. ვერტიგო, კი თავბრუსხვევის ერთ- ერთი სპეციფიური სახეა. ამ დრო ადამიანს შეგრძნება აქვს, რომ თავად ის ან გარშემო ყველაფერი მოძრაობს ან ბრუნავს.

თავბრუსხვევა

-მსგავსი შეგრძნებები შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა ან დაავადებამ, რომელიც აზიანებს სხეულის წონასწორობის შენარჩუნებაში ჩართული მრავალი ორგანოდან ნებისმიერს (მაგ. შიგნითა ყურს ან თვალებს);

-პაციენტების მიერ სიმპტომის აღწერითა და გასინჯვის შედეგებით ექიმმა რომელიმე დარღვევაზე შეიძლება მიიტანოს ეჭვი და დანიშნოს შესაბამისი კვლევები;

-მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე და შესაძლოა მიზნად ისახავდეს თანმხლები მიზეზების შემსუბუქებასაც;

ექიმთან მისულ ადამიანთა 5-6%-ის ჩივილი თავბრუსხვევაა. ეს პრობლემა უფრო ხშირია ასაკის მატებასთან ერთად, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. 40 წლის შემდეგ ადამიანთა 40%-ს ოდესმე მაინც აქვს თავბრუსხვევა. ამან ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, განსაკუთრებით ზუსტი და სახიფათო მოქმედების შესრულებისას, მაგალითად მანქანის ან მძიმე ტექნიკის მართვისას.

თუკი ადამიანს თავბრუსხვევა ხანგრძლივად აქვს ან ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში აუცილებელია, რომ მან ექიმს მიმართოს. REDMED-ის აპლიკაციით ან ვებგვერდით მარტივია ექიმის მოძებნა, კონსულტაციის ტიპის არჩევა (ვიდეო/აუდიო კონსულტაცია, ექიმის სახლში გამოძახება) მომსახურების სასურველ დროს დაჯავშნა და მიღება. ამგვარად პლატფორმა ადამიანს საკუთარი და ოჯახის წევრებისჯანმრთელობაზე ზრუნვას უმარტივებს.

ვერტიგო

ვერტიგო არის ცრუ შეგრძნება, რომ თავად ადამიანი, მის გარშემო საგნები ან ორივე ერთად მოძრაობს, რასაც ხშირად თან ახლავს გულისრევა და წონასწორობის დაკარგვა.

-ვერტიგოს შიგნითა ყურის ან წონასწორობაში ჩართული ტვინის უბნების დაზიანება იწვევს;

- ტრიალის შეგრძნებასთან ერთად პაციენტს შეიძლება აწუხებდეს წონასწორობის დარღვევა, სმენის ან მხედველობის პრობლემები, თავისტკივილი;

- ექიმები დიაგნოზს ხშირად აღწერილი სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ, მაგრამ დამატებითი კვლევებიცაა საჭირო;

- ზოგჯერ ვერტიგოს თავიდან აცილება მისი გამომწვევი ქმედებების თავიდან არიდებით ან მედიკამენტების მიღებით შეიძლება;

- ვერტიგოსა და გულისრევის შემსუბუქება ზოგიერთ საშუალებას შეუძლია, მაგალითად, სკოპოლამინის კანზე დასაკრავ ფირფიტას;

NS

BENTLEY MOTORS წარმოგიდგენთ ახალ 8 ცილინდრიან FLYING SPUR

22 ოქტომბერი, 2020 , 21:49

ენტლი მოტორსი წარმოგიდგენთ, განსაცვიფრებლად  მდიდრულ Bentley Flying Spur მოდელს, ლეგენდარული ძრავით Bentley V8, რომელიც წარმოდგება W12 ძრავის ალტერნატივად. ბრენდის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბოლო 10 წლის განმავლო

ბენტლის შესრულებაზე ფოკუსირებული ჩვენება გუდვუდში SPEEDWEEK-ზე

21 ოქტომბერი, 2020 , 16:20

Flying Spur V8-ის გლობალური დებიუტი - ბენტლის მძღოლზე ორიენტირებული ოთხ-კარიანი გრან ტურერი. Bentayga Speed-ის დინამიური დებიუტი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქროსოვერი Continental GT V8-ს სისრულეში მოჰყავს ბენტლის ოჯახუ

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

30 სექტემბერი, 2020 , 10:22

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპ

ორთოპედია - რას გვთავაზობს „ახალი ხედვა“?

28 სექტემბერი, 2020 , 19:24

ორთოპედია არის მედიცინის დარგი, რომელიც ფოკუსირებულია კუნთოვანი სისტემის მოვლასა და მის სწორ ფუნქციონირებაზე. ორთოპედიაში გამოიყენება ქირურგიული და არაქირურგიული მიდგომები, მედიკამენტებით მკურნალობა, ფიზიკური თერაპია, ვა

როგორ ვიქირაოთ მანქანა თბილისში?

24 სექტემბერი, 2020 , 10:38

თბილისში ავტო-გაქირავების დაახლოებით 300 კომპანიაა რეგისტრირებული. მათ შორის არიან საერთაშორისო კომპანიებიც, როგორებიცაა: Avis, Sixty, Kayak და სხვა. თუმცა, თუ გსურთ ავტომობილის ქირაობა დაბალ ფასად და უკეთესი პირობებით,

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

23 სექტემბერი, 2020 , 10:20

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უ