საზოგადოება
თავდაცვასაც იმიტომ ამცირებენ, რომ ჯანდაცვამ წაიღო და გაფლანგა მთელი ფული - სერგი კაპანაძე
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის აზრით, მთავრობა თავდაცვის სამინისტროს შტატებს იმიტომ ამცირეს, რომ ბიუჯეტის ფული ჯანდაცვის სამინისტროს მოხმარდა, რომელმაც თავის მხრივ, ეს თანხა გაფლანგა.
ამის შესახებ კაპანაძემ, უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანის მიერ გაკთებეული განცხადების კომენტირებისას Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ჟორჟოლიანის თქმით, ქვეყანაში გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, შესაბამისი ინიციატივით მისმა ფრაქციამ „სოციალ-დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისიას მიმართა.
„სოციალიზმმა ერთხელ დაგვღუპა ლამის. ახლა ნეოსოციალისტებს ახალი იდეა აქვთ - გადასახადების გაზრდა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია მათი მხრიდან, აბა ისე ფული არ აქვთ ბიუჯეტში. თავდაცვასაც იმიტომ ამცირებენ, რომ ჯანდაცვამ წაიღო და გაფლანგა მთელი ფული. ჰოდა, რა უნდა ქნა, ფული როცა არ გაქვს?! არა, რა ეკონომიკური ზრდა? პირიქით, გადასახადები უნდა გაზარდო რომ მეტი ფული ამოუღო მოქალაქეებს ჯიბიდან. მალე გაწყდება ეს მოთმინების ძაფი, დიდი ეჭვი მაქვს“,-დაწერა კაპანაძემ.
მონიკა დავლიანიძე