უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 მაისი, 2019 16:00
font-size

თავდაცვის ძალების დღე ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში აღინიშნა

თბილისი. მედიანიუსი. 21.05.19. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აღსანიშნავად ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მადლობის ნიშნად თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს „გენერალ მაზნიაშვილის“ მედალი გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მიღებას აშშ-ის აკადემიური წრის, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ. პენტაგონიდან მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ მრავალეროვნულ წვრთნებსა და ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების ამერიკელ პარტნიორებთან მხარდამხარ მსახურზე გაამახვილეს.

ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები, რომლებიც ამჟამად აშშ-ის სხვადასხვა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლობენ. მიღებაზე იმყოფებოდა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაჭრილი ქართველი მშვიდობისმყოფელი, ლეიტენანტი ივერი ბუაძეც, რომელიც ვაშინგტონში უალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის.

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად - სალომე ზურაბიშვილი

23 აგვისტო, 2019 , 12:55

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეების ხანძარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა: „საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასაჩენად და

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

22 აგვისტო, 2019 , 10:35

აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია გუგუტიანთკარში &bd

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20 აგვისტო, 2019 , 12:20

საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა (რეზიდენციით ქ. ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰს. სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქ

თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი

16 აგვისტო, 2019 , 17:16

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი. ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია

მსესხებელი ბანკს აღებულ კრედიტზე ნაკლებ თანხას დაუბრუნებს

15 აგვისტო, 2019 , 14:15

დანიური ბანკი იპოთეკურ სესხს უარყოფით საპროცენტო განაკვეთით გასცემს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლიენტი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა. როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა და

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“

12 აგვისტო, 2019 , 11:13

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“ 29/2019. ჟურნალი დაარსდა 1991 წელს, გამოდის ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს