უახლესი ამბები
- 05.03.2021 10:41როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
- 05.03.2021 10:20დღის კალენდარი - 5 მარტი
არქივი
პოლიტიკა

თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატო-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური მონსში, მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE) იმყოფებოდა, სადაც მას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი მოუწყვეს.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს და ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ერიკ ვენდტს შეხვდა.
ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის განახლებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ახალ ინიციატივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმებზე და ამბიციური რეფორმების მთავარ მიმართულებებზე. განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), რომელიც წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებს.
გენერლებმა შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტი ერიკ ვენდტთან შეხვედრაზე კი, ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბთან თანამშრომლობისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების საკითხები განიხილეს. ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ბრიუსელში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55