უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 მარტი, 2020 11:50
font-size

თავდაცვის ძალების სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული საკარანტინო ზონას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რქბ დაცვის ასეულის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემავალ და გამომავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ.

„პერიოდულად, სამხედრო მოსამსახურეები მიმდებარე ტერიტორიის დეკონტამინაციასაც ახორციელებენ. ასეულის პირადი შემადგენლობა დეკონტამინაციისთვის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას იყენებს, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა შესაბამისი მომზადება ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.

სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეულის ამოცანაა, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ხელისუფლებას ბუნებრივი კატასტროფების დროს და რქბ საფრთხეებზე რეაგირება მოახდინოს. ქვედნაყოფის ასეულის პირადი შემადგენლობა მრავალგზის იყო ჩართული ხანძრებისა და წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა

ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

19 მაისი, 2020 , 10:30

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ ინფ