უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

14 მარტი, 2023 09:28
font-size

თავდაცვის ძალებმა გასულ დღე-ღამეში მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევით მოქმედებებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტერსკის მიმართულებებით.

„რუსეთი იყენებს ტერორის ტაქტიკას, განურჩევლად უხსნის ცეცხლს დასახლებულ პუნქტებს, რითიც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის შეჯამებაში.

გენშტაბის ცნობით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის ძალებმა ხუთი სარაკეტო და 35 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 76-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები და დაღუპულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

უკრაინის ძალებმა კი ოკუპანტების ძალებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 რაიონზე განახორციელეს დარტყმა, ასევე იერიში მიიტანეს საბრძოლო მასალების სამ საწყობზე.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

23 მარტი, 2023 , 10:44

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.   გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 168 150 (+660) ჯარისკაც

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - გენშტაბი

8 მარტი, 2023 , 15:15

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. "კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაშ

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

1 მარტი, 2023 , 11:31

ევროკავშირმა „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის“ (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადაიდო. მანამდე მისი შემღება 2023 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი. უვიზო ქვეყნებიდან, მათ შორის ს

უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება - იენს სტოლტენბერგი

28 თებერვალი, 2023 , 18:32

უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს, -  ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.  სტოლნტე

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში სააკაშვილისა და ივანიშვილის შესახებ ისაუბრეს

28 თებერვალი, 2023 , 11:42

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი განიხილეს. პალატის წევრებმა სააკაშვილის კონტექსტში საქართველოზე რუსეთის გავლენის, რუსეთთან ბიძინა ივანიშვი

რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია - ვლადიმერ პუტინი

21 თებერვალი, 2023 , 15:31

ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინელ ხალხთან, ის თავად გახდა კიევის რეჟიმის მძევალი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ბრძოლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი