უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 მარტი, 2020 18:48
font-size

თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებს კონტროლის მექანიზმები დაამატა

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე დამატებითი კონტროლის მექანიზმებს ამონტაჟებენ.

როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დაინსტალირდა მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

„დღეს ქართველმა სამხედროებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მავთულხლართებიც დაამატეს და ამით ტერიტორიის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გუშინ ღამით კი, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა. ქართველი სამხედროები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების პირველივე დღიდან მონაწილეობენ. თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრული კოორდინაციით, საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მიხეილ ჩხენკელმა მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

13 ივლისი, 2020 , 11:20

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასთა

ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები - მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

11 ივლისი, 2020 , 14:14

აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური

ვანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

11 ივლისი, 2020 , 11:15

იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ საქართველოში რიგით მე-80 საზოგადობრივი ცენტრი ვანში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და ვანის მუნიციპალიტეტის მერ

წნორში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო ამოქმედდა

11 ივლისი, 2020 , 11:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამ

შავი ზღვის მთელს სანაპიროზე შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

9 ივლისი, 2020 , 14:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შავი ზღვის მთელს სანაპიროზე შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის მთელ სანაპირ

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია

9 ივლისი, 2020 , 10:30

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ხანძრის სამი კერის ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე