უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2017 13:15
font-size

თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველ სამხედროებს და ბუნდესვერის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვალდიმერ ჩაჩიბაიას გერმანულ სამხედრო ბაზაზე ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების მე-10 სატანკო დივიზიის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერმა უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ ასევე, საქართველოს დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, საქართველოს სამხედრო ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში, პოლკოვნიკი დავით მამულაიშვილი და 37-ე მექანიზირებული ბრიგადის 391-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ფოლკერ ორტლოფი, - აცნობეს მედიანიუსს თავდაცვის სამინისტროდან.

ლევან იზორიამ გერმანელ გენერალს ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნაში ქართველი სამხედროების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო მისიებში ქართველი და გერმანელი სამხედროების თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული და გერმანული სამხედრო კონტინგენტები ერთობლივად 2014 წლიდან მონაწილეობენ, რამაც მათ შორის ურთიერთთავსებადობა საგრძნობლად გაზარდა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გასული წლის 10 ნოემბერს ავღანეთში, გერმანულ საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე. „ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც აქ გადიან წვრთნებს, გამოირჩევიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და სიმამაცით. მათ ეს მისიის შესრულების დროს დაადასტურეს. ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რასაც ნატოს სტანდარტები ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ბრიგადის გენერალმა რუპრეხტ ფონ ბუტლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს სტუმრობისთვის და ქართულ მხარესთან სამომავლოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება: „გვეამაყება, რომ გერმანიაში ქართველი ჯარისკაცები მომზადებას გადიან. ჩვენ ქართველ სამხედროებს სამჯერ გავატარეთ გადასროლისწინა მომზადება, ეს კი ჩვენთვის უკვე მეოთხე კონტინგენტია. თქვენ შეგიძლიათ ქართველი სამხედროებით იამაყოთ. ისინი ძალიან პროფესიონალი, მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცები არიან და ჩვენთვის ნამდვილად პატივია ქართველი სამხედროების აქ ყოფნა. ბოლო კონტინგენტი, რომელიც აქ მომზადდა ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გადასროლისთვის, კარგი შეფასება მივეცით. მე უკვე ვესაუბრე ჩემს მეგობარ, გენერალ ბოდემანს, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში მისიის ხელმძღვანელობაზეა პასუხისმგებელი. მან მითხრა, რომ ქართული კონტინგენტი პროფესიონალი სამხედროებითაა დაკომპლექტებული და ისინი სწრაფად გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ სირთულეებს. ჩვენ მათი მადლიერი ყოველთვის ვიქნებით“.

ბუნდესვერის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. ამჟამად, ქართული ქვედანაყოფი ავღანეთისთვის გადასროლისწინა სწავლებას გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ბად-ზალცუნგენის სამხედრო ბაზაზე გადის. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველ სამხედროებს გაესაუბრნენ და 5-თვიან გადასროლსიწინა მომზადების პროგრამას გაეცნენ.

ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მომზადებას გაივლის. მათ ასევე, ჩაუტარდებათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაში. გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13 კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე მანავში გაიარა. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ივნისიდან მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი