უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 თებერვალი, 2018 11:20
font-size

თავდაცვის მინისტრი პარლამენეტის წინაშე ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში გამოდის

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტს 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს. ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, მინისტრი ყურადღებას თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზე ამახვილებს.

ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში რეფორმები იმ მიზნით ტარდება, რომ რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს და ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია უკვე მოხდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯი 65%-დან 53%-მდე შემცირდა.

„სახელფასო ხარჯების 53% 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებზე და სოციალურ დახმარებაზე, რაც არის ნატო-ს სტანდარტი. მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტიც დავაკმაყოფილეთ, თანხები მივმართეთ შეიარაღებაზე. თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რადაც ვაკმაყოფილებთ”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ყურადღება ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, „ჯაველინების“, შეძენაზეც გაამახვილა. ასევე აღნიშნა, რომ წელსვე დასრულდება საფრანგეთისგან ანტისარაკეტო სისტემის შეძენა, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და უკვე მეორე ფაზაზე გადადიან.

მინისტრს დეპუტატები თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

ცირა გურგენიძე

ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები მაჩალიკაშვილის საქმეში - ირაკლი შოთაძე

24 მაისი, 2018 , 15:15

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ინფორმირებულია გამოძიების შესახებ. შოთაძის თქმით, ის ამ ეტაპზე ვერ უპასუხებს, ი

კრაკოვში ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

24 მაისი, 2018 , 15:15

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ. კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 მაისი, 2018 , 15:15

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადურმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ურთიერთთ

აშშ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი - მიხეილ ჯანელიძე

24 მაისი, 2018 , 13:25

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რადგანაც შეხვედრები გაიმართა, როგორც სახელმწიფო მდივანთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. ჩვენ მოვი

ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა

24 მაისი, 2018 , 13:25

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ერთკვირიან სწავლებაში, რომელიც საფრანგეთში, ქ. ლიონში ჩატარდა. საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სწა

ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

24 მაისი, 2018 , 12:40

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკ