უახლესი ამბები
- 29.06.2022 18:44ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
- 29.06.2022 17:15ყვავებს გამოეყვნენ ქორები - რომან გოცირიძე `ოცნებიდან` წასულებზე
- 29.06.2022 17:08საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი
- 29.06.2022 16:58ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს – დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს - გია ხუხაშვილი
- 29.06.2022 16:46ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- 29.06.2022 16:11ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი
- 29.06.2022 16:03მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსების საქმეზე იჩივლა და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
- 29.06.2022 15:54სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
არქივი
პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY 2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი.
მოგვიანებით ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უმასპინძლა. მან საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, დავით ჭიჭინაძესა და გიორგი ხაინდრავას გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სამუშაო შეხვედრაზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი დირექტორატის მოადგილემ, გენერალმა ემანუელ ლაპორტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
პარიზის მახლობლად საგამოფენო სივრცეს მსოფლიოს 94 ქვეყნის 227 ოფიციალური დელეგაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები და მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა
29 ივნისი, 2022 , 19:11
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
29 ივნისი, 2022 , 19:01
მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად - ირაკლი ღარიბაშვილი
29 ივნისი, 2022 , 18:53
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
29 ივნისი, 2022 , 18:44
საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი
29 ივნისი, 2022 , 17:08

ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი
29 ივნისი, 2022 , 16:11