უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 იანვარი, 2017 18:10
font-size

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმის პროცესი გააცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო.

ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის განხორციელებით დაზოგილი 32 მილიონი ლარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. „ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ამ რეფორმებით 32 მილიონი დავზოგეთ იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ; უკვე წელს ჩვენს ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანწილად გავაუმჯობესებთ, გვექნება მეტი წვრთნები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით, აშშ-სთან, რომელთან ერთადაც ვგეგმავთ ამ წლიდან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას, კერძოდ, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ იმპლემენტაციას. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლებიც იქნება ძალიან წარმატებული ამ რეფორმების განხორციელების კუთხით“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ს ელჩმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშორმლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა. „დაინტერესებულები ვართ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესით, რადგან „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ დროულად დაწყება გვსურს. კმაყოფილები ვართ თავდაცვის მინისტრის მიერ უწყებაში მიმდინარე რეფორმირების ტემპით“ - განაცხადა იან კელიმ.

ამერიკის ელჩმა აშშ-ში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირების ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი დაესწრნენ.

საკვანძო სიტყვები:

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ