უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აგვისტო, 2018 16:30
font-size

თავდაცვის მინისტრმა „ღირსეული პარტნიორის“ სასწავლო უბნები მოინახულა

„ამ სწავლებების ფარგლებში ჩვენი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან უფრო მაღლდება, კომუნიკაცია სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო ღრმავდება,

პროფესიონალიზმი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები უფრო ძლიერდება,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, რომელმაც „ღირსეული პარტნიორი 2018“ მიმდინარეობას გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად დღეს დილიდან აკვირდებოდა.
ლევან იზორიას თქმით, საქართველო მსგავს სწავლებებს მომავალში მეტი ინტენსიურობით, პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობითა და თანამონაწილეობით გააგრძელებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაზიანში სტუმრობა IV მექანიზებულ ბრიგადაში განთავსებული სწავლების მრავალეროვნული შტაბის მონახულებით დაიწყეს, შემდეგ კი, ამერიკული UH60 „შავი ქორის“ ვერტმფრენით ყველა სასწავლო უბანი დაათვალიერეს. ვერტმფრენში იმყოფებოდნენ ასევე, საერთაშორისო სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და პოლკოვნიკი ენტონი ფურნიე.

ვერტმფრენიდან სასწავლო უბნების დათვალიერების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი საველე ჰოსპიტალის მუშაობასაც დააკვირდნენ და პირად შემადგენლობას გაესაუბრნენ.

საველე ჰოსპიტალიდან ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანით „მარდერი“ მე-11 პოლიგონზე გადაადგილდა და ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეების შეტევით ოპერაციას დაესწრო.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. სწავლება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

წულუკიანისა და ზურაბიშვილის განცხადებები მაჩალიკაშვილის საქმეზე პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა - EMC

21 მარტი, 2019 , 17:20

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც პოლიტიკოსებმა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკ

სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

21 მარტი, 2019 , 17:20

25 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები გაიფიცებიან, – ამის შესახებ დღეს განცხადება თავად სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს. გადაწყვეტილების შესახებ მათ უწყებას ოფიციალური წერილით

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

21 მარტი, 2019 , 16:50

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა - ეკატერინე გალდ

ილია მეორემ როს უილსონი და მისი მეუღლე მიიღო

21 მარტი, 2019 , 16:38

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი და მისი მეუღლე მარგო სქუაერი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო

თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

21 მარტი, 2019 , 13:15

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზა

ვითიბი ბანკისა და ტოიოტა ცენტრს თბილისის ერთობლივი შეთავაზება

21 მარტი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკი და ტოიოტას  მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს: უფასო სერვისს  3 წლის განმავლობაში,  6 თვიან დაზღვევას, 15 თეთრიან