უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2017 11:45
font-size

თავდაცვის მინისტრმა I ბრიგადის ასეული ავღანეთში გააცილა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაემგზავრა. ასეული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილეს. I ბრიგადის ასეული ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს. გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა, მაიორ მიხეილ მეზვრიშვილის მეთაურობით, შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს საერთაშორისო მისიას.

„გაძლიერებული ასეული ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად გავაცილეთ. ასეულმა ხუთი თვის განმავლობაში საუკეთესო წვრთნები გაიარა გერმანიაში და სწორედ გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში განახორციელებს მისიას. მე უკვე ორჯერ ვესტუმრე მაზარ-ი-შარიფს და გერმანელი გენერლებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ჩვენი სამხედროები ადგილზე ეწევიან. დარწმუნებული ვარ, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში აღნიშნული ასეულის მოღვაწეობა სწორედ იმ სამხედრო ტრადიციების და პროფესიონალიზმის განმტკიცება და გაგრძელება იქნება, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიის ფარგლებში ასრულებენ და ამ მხრივ ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მაღალ დონეზე ვართ შეფასებულები“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საჭიროების შემთხვევაში მოკავშირე და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება იქნება.

„მინდა, გზა დავულოცო ჩვენს სამხედროებს და წარმატება ვუსურვო. მათ მეტად მნიშვნელოვანი მისიის შესრულება მოუწევთ მაზარ-ი-შარიფში. ისინი გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში იქნებიან და მათი ამოცანა იქნება სწრაფი რეაგირება. ჩვენმა ქვედანაყოფმა სულ ახლახანს თავი ისახელა აღნიშნული ამოცანის შესრულებისას, როდესაც მათ გერმანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თავდასხმისგან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და გადაარჩინეს“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მომზადება ასეულმა ჯერ საქართველოში, მანავში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში სამი თვის განმავლობაში ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით გაიარა, შემდეგ კი - ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე, გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წვრთნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი. სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება. ასეულმა გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ორჯერ განახორციელა ოცეულის და ასეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომლის სცენარიც რეალურ სიტუაციასთან იყო მიახლოებული.

„I ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მარმალზე“ სწრაფი რეაგირების ამოცანას შევასრულებთ. ჩვენ ვიქნებით ბაზის სწრაფი რეაგირების ასეული. მივემგზავრებით შვიდი თვით და ჩვენი მოცანა იქნება როგორც მოკავშირე ძალების, ასევე ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების დაუყოვნებლივი მხარდაჭერა და დახმარება“ - განაცხადა ქვედანაყოფის მეთაურმა, მაიორმა მიხეილ მეზვრიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

იმედია, ვარდების რევოლუცია ისტორიას აუცილებლად შემორჩება, რადგან ის თავისი წარმატებებითა და შეცდომებით, ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო - მარიამ ჯაში

22 მაისი, 2018 , 17:30

განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში გამოეხმაურა „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შესაძლო გადარქმევის საკითხს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს დავიწყებული ქვეყნის უახლესი ისტორია. &bdq

საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

22 მაისი, 2018 , 17:20

საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე. კონსულ

ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული - კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი

22 მაისი, 2018 , 17:05

პოლიციის მთავარ სამმართველოში კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის 3-საათიანი დაკითხვა დასრულდა. გელბახიანის თქმით, მას კითხვები დაუსვეს ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით. „რეალიზაციის ნაწილში

ნარკორეალიზატორების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქცია იქნება, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია - მამუკა მდინარაძე

22 მაისი, 2018 , 15:45

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დაკონკრეტდა, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქცია იქნება, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულები

ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილს პოზიციების დამაახლოებლის როლი აქვს - თამარ ჩუგოშვილი

22 მაისი, 2018 , 15:45

შეხვედრაზე ძირითადი ნიშნები რაც იკვეთება, ისაა, რომ ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებზე ყველა თანხმდება, კანონპროექტი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მნიშვნელოვან ფაზას გაივლის, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე

სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მაისის ბოლოს საქართველოს ეწვევიან

22 მაისი, 2018 , 15:05

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი და ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მაისის ბოლოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  ეწვევიან. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე