უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივნისი, 2019 13:25
font-size

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე, ფილოსოფიასა და პერსპექტივებზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, ლევან იზორიამ აქცენტი საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ავტონომიურობის ხარისხის გაზრდასა და დეცენტრალიზაციაზე, ასევე, ამოცანით მართვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე გააკეთა.

როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამოცანით მართვა ქვედანაყოფების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, ხელმძღვანელობასთან კავშირის გაწყვეტის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედონ, რათა მთავარი მიზნის მიღწევა შეძლონ და მოწინააღმდეგეზე უპირატესობა მოიპოვონ. ლევან იზორიას განცხადებით, ამოცანით მართვა ცალკეული ქვედანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში კი, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს.

„არმიჰოლში“ გამართულ ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ათმეთაურები და სამხედრო იერარქიით ზემდგომი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი