უკან

საზოგადოება

31 იანვარი, 2023 13:53
font-size

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.

უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურში ასევე იწვევს საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად – მძღოლებს (მათ შორის, სპეც. ტექნიკის), ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ. რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1 530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): ორწლიანი კონტრაქტისას – 3 000 ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას – 8 000 ლარი.

სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესსექტორში. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში; ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. ასევე, უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში). საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას – ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი – როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში.

რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ საიტზე – mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

რა შესაძლებლობებია „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“? - საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბენეფიციართა გამოცდილება

27 მარტი, 2023 , 13:41

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებ

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

27 მარტი, 2023 , 13:28

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკითხი ეხება ქრონიკული და

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შედეგი, რითიც ათიათასობით ადამიანი გადარჩა - ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი, 2023 , 12:57

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითიც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათიათასობით. რომ ყოფილიყო ისე

სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო

27 მარტი, 2023 , 12:11

მიმართულებით (ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. საქა

ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

24 მარტი, 2023 , 19:09

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გამოშვებას აგრძელებს „საქართველოს მეფეების“ სერიიდან  და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის,

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

23 მარტი, 2023 , 17:08

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი