უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ოქტომბერი, 2016 17:00
font-size

თავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის სამი მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა და სათანადო სოციალური პირობების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით, დღეს, სამინისტროში თავდაცვის უწყებასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს “ვიტა პროდუქტს”, შპს „აგროკონსორციუმ წეროვანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, შპს “ვიტა პროდუქტის” დირექტორმა გიორგი გიორგაძემ და შპს „აგროკონსორციუმ წეროვანის“ დირექტორმა ილია პატიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმების თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს “ვიტა პროდუქტი” საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, თბილისის და წალკის რაიონის მაშტაბით სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებას უზრუნველყოფენ.

შპს „აგროკონსორციუმ წეროვანი“ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, კომპანიის მიერ წარმოებულ რძის ნაწარმს ყოველი სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ გადასცემს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის სამინისტროს და მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი