უკან

პოლიტიკა

13 თებერვალი, 2018 12:35
font-size

თავდაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯი შემცირდა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, 2018 წლის სახელფასო ბიუჯეტი ნატოს სტანდარტს მიუახლოვდა და შეიარაღების შესყიდვის ხარჯებიც გაიზარდა.

,,გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. კერძოდ, ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად, თავდაცვისუნარიანობის შეიარაღების გასაძლიერებლად, ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53% მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ჯაველინების შეძენის საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ მათი შეძენის შემდეგ ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე მოლაპარაკებების პირველი ფაზა საფრანგეთთან დასრულდა.

,,მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე, კერძოდ, იცით,რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ. შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა“- აღნიშნა მინისტრმა.

ცირა გურგენიძე

დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩსს შეხვდა

14 აგვისტო, 2018 , 17:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრო

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

14 აგვისტო, 2018 , 17:50

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 13 აგვისტოს სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. უწყებათაშორისი კომისია, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე

საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრება არასდროს ყოფილა ვალდებულება - ცესკო-ს სპიკერი

14 აგვისტო, 2018 , 17:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, კანონში ჩანაწერის შესრულება, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრებას გულისხმობს, არასდროს ყოფილა ვალდებულება. ამასთან, როგ

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა - ანა მიქელაძე

14 აგვისტო, 2018 , 17:30

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს, დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდო

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს -თამარ ჩუგოშვილი

14 აგვისტო, 2018 , 16:40

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიის განვიტარებისთვის „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს. „ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონდა დისკუსიე

რეალური კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება - თამარ ჩუგოშვილი

14 აგვისტო, 2018 , 16:40

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით მმართველმა გუნდმა გადაწვიტა, უზენაესი სასამართლოს თ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან