უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 18:20
font-size

თავდაცვის სამინისტროში არსებობდა ე.წ. „ვარსკლავიანი შტატები“, რომელთა მეშვეობით შტატების გაბერვა მიმდინარეობდა - ნუკრი გელაშვილი

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განცხადებით, უწყებაში არსებობდა ე.წ „ვარსკლავიანი შტატები“, რომელთა მეშვეობით ხდებოდა წლების განმავლობაში უწყების საშტატო ერთეულების გაბერვა.

როგორც გელაშვილმა „ტვ პირველის“ეთერში, თავდაცვის სამინისტროში განხროციელებული ოპტიმიზაციის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რეფორმა უკავშირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურ მიახლოვებას.

მისივე თქმით, უწყების ბიუჯეტის 67% მიდიოდა სოციალურ საკითხებზე და ხელფასებზე, შესაბამისად ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილი რჩებოდა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

გელაშვილმა აღნიშნა, რომ რეფორმის დაწყებამდე უწყება კონსულტაციებს მართავდა როგორც ნატოელ ექსპერტებთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ მათი აზრი იყო, რომ ბიუჯეტის სახელფასო და სოციალური ნაწილი ყოფილიყო 53%-ის ფარგლებში.

ამიტომ გადაწყდა, რომ რეორგანიზაცია ორ ნაწილს შეხებოდა, სამხედრო და სამოქალაქო პირებს.

„სამხედრო პირებთან მიმართებაში, უწყებაში არსებობდა ერთგვარი პირამიდა, რომელიც იყო აბსოლუტურად დარღვეული. ანუ, მაღალი წოდების ადამიანები, ვთქვათ პოლკოვნიკები, ვიცე-პოლკოვნიკები -იყვნენ არათანაზომიერად დიდი ოდენობით და ფაქტიურად ეს პირამიდა იღებდა სხვა ფორმას. სამოქალაქო პირების შემთხვევაში - არსებობდა ე.წ „ვარსკვლავიანი შტატები“. ამ საშტატო ერთეულზე შეიძლება დანიშნულიყო ადამიანი როგორც წოდების, ისე წოდების გარეშე და ამას არ სჭირდებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ეს იყო მუდმივი პროცესი, ანუ მინისტრების ყოველი ცვლილების შედეგად ამ „ვარსკვლავიან შტატებს“ ემატებოდნენ გარკვეული ადამიანები. ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ეს ადამიანები რჩებოდნენ და პლიუს ემატებოდა კიდევ ადამიანთა გარკვეული ოდენობა. გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ამაზე ხმამაღლაც კი საუბრობდნენ და ყველა თანმხდებოდა, რომ თავდაცვის სამინისტროში გარკვეული რეორგანიზაცია იყო ჩასატარებელი, რომ საშტატო ერთეულები იყო ხელოვნურად გაბერილი. ყველას აზრის ერთობლიობის თავმოყრა მოხდა მხოლოდ ამჟამად. შეიძლება ითქვას, რომ არავის არ გაურისკავს ადამიანების გაშვება თავდაცვის სამინისტროდან. ვიმეორებ, ეს გადაწყვეტილება ემსახურება თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, რომ ჩვენი ჯარი ნატოს სტანდარტებთან მივიყვანოთ“,-განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მონიკა დავლიანიძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი