უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 16:15
font-size

თავდაცვის სამინისტროში საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება. ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სფეროში საქართველო-ლატვიის თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. ლევან იზორიამ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. მან ლატვიის ელჩთან სამხედრო განათლების კუთხით, ასევე ქალაქ რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის დანერგვის პროცესში ლატვიის გამოცდილება გასათვალისწინებელია. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რომელთანაც აღნიშნულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დეტალურად განიხილავს. შეხვედრას ლატვიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი რუდოლფს რუდზუროგა დაესწრო.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი