უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 იანვარი, 2020 15:05
font-size

თავდაცვის სამინისტროსთვის საქონლის გაყინული ხორცის მიმწოდებელი კომპანია დაჯარიმდა

თავდაცვის სამინისტროს შპს სახელმწიფო კვების კომპანიამ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ – 124 950 ლარი შეადგინა.

თავდაცვის სამინისტროში, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება იქნა დასახული. ამ მიმართულებით მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.

კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით.

ყველა ზემოაღნიშნულ რეფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების კუთხით. მათ, შორის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.

თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პროდუქციის ტენდერით შესყიდვისას ხარისხისა და გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი მომავალშიც მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდება“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი, 2020 , 16:25

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

21 იანვარი, 2020 , 15:35

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო

რუსთავში მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა

21 იანვარი, 2020 , 15:15

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა. გარდაცვლილი მამა-შვილი დილით სახლ

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა - თეა წულუკიანი

21 იანვარი, 2020 , 13:50

"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრმა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მოანცემებზე და ციხეებ

ციხეებში არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება, რამაც პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ - ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 13:50

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ციხეებში არაფორმალური მმართველობის შემთხვევები აქტიურად ფიქსირდება. "ან

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა

21 იანვარი, 2020 , 13:20

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`