უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 აგვისტო, 2016 15:15
font-size

თავდაცვის მინისტრი მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა საავიაციო ბაზაზე მოქმედ ქართულ ტაძარს მარიამ ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად.

"მარიამობას ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს ავღანეთში. სიმბოლურია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და მათთან ერთად იმ ეკლესიაში აღვავლენთ ლოცვას, რომელიც ჯარისკაცების ხელით არის აშენებული. მე დღეს ვნახე, თუ როგორ ლოცავდა მამაო ჩვენს ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ძალიან საპასუხისმგებლო მისიას, კერძოდ, პატრულირებას ახორციელებდნენ. მთელი საქართველო ლოცულობს ამ ბიჭებზე, რომ ისინი მშვიდად, უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. ღმერთი იყოს მათი შემწე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მარიამობის დღესასწაულს ქართველ სამხედროებთან ერთად ქართული ეკლესიის უცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის, ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები. მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედრო კაპელანიც იმყოფებოდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო ღვთისმსახურება 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა, მამა ზაქარიამ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეკლესიაში შეკრებილ ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩატანილი მარიამობის ქადებით გაუმასპინძლდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი