უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2018 17:25
font-size

თავიდანვე ვიძახდი, რომ პრემიერ-მინისტრი ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა, როდესაც ხეჩიკაშვილს იცავდა - გიორგი გაჩეჩილაძე

„სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებლის, გიორგი შარაშიძის სიმამრი, გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) გამოეხმაურა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას კომპანიის საჩივარზე. სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიის“ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 6 კომპანიის, მათ შორის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების მოკვლევა დაიწყო. მიუხედავად ამისა, უწყებამ დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევას.

გაჩეჩილაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას არსებულ სიტუაციაზე, როცა სპორტისა და ახალგაზრდოსბის ყოფილ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს იცავდა.

„თურმე აბსურდი და ბოდვა არ ყოფილა ის, რასაც ვიძახდი. მე-7 მუხლთან დაკავშირებით კი კონკურენციის სააგენტომ, მიუხედავად ამხელა წნეხისა, მოკვლევა დაიწყო, რაც ძალიან მახარებს. სხვანაირი გადაწყვეტილება არც შეიძლება დამდგარიყო, იმდენად ნათელი ფაქტებით ვიყავით გამართული. შესაძლოა, თვითონ მთავრობას სურს, წარმოაჩინოს, რომ არც არაფერი ისეთი არ მომხდარა და მერე რა, რომ მოკვლევა დაიწყო. რასაც იძახდნენ, რომ ჩემი განცხადებები იყო აბსურდის თეატრი და ბოდვა, არ აღმოჩნდა მართალი. პირველი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ საქართველოში აღარ მოხდეს ქვეყნის ბიუჯეტის უპრაგონოდ ფლანგვა. შიგნით ვერ გარკვეულან, რასთან გვაქვს საქმე. შიგნით, მთავრობაში არიან ჯგუფები, რომელთაგან ნაწილს უნდა სიმართლის დადგენა, ნაწილს არ უნდა. დღეს რაც გამოაქვეყნა კონკურენციის სააგენტომ, სწორედ ამას ასახავს. თავიდანვე ვიძახდი, რომ პრემიერ-მინისტრი ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა, როდესაც ხეჩიკაშვილს იცავდა და ის არ იყო ბოლომდე ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდებოდა. ჩემთვის რომ მოესმინა, ინფორმაციას მივაწვდიდი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

წინა წლის ბოლოს გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. მისი თქმით, ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომლებიც კარტელს წარმოადგენენ, ხოლო ამ კომპანიებთანაა დაკავშირებული ტარიელ ხეჩიკაშვილი. გარდა ამისა, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ „სიტროენ ჯორჯიამ“ უსაფუძვლოდ წააგო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი.

ბრალდებებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მან ბიზნესმენ სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათი დადასტურების შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგება.

12 დეკემბერს შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ.

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს