უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ნოემბერი, 2017 13:50
font-size

თავის დროზე სასამართლომ იმიტომ გაათავისუფლა ჩატაევი, რადგან ვერ დაადგინა მისი ბრალეულობა - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა თურქული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვით ისანში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ლიკვიდირებული 3 წევრიდან ერთ-ერთი ჩეჩნური წარმოშობის ტერორისტი აჰმედ ჩატაევი აღმოჩნდა.

ნანუაშვილის განმარტებით, 2012 წელს ქართულმა სასამართლომ იმიტომ გაათავისუფლა ჩატაევი, რომ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ჩატაევი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევიდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახლემწიფოს“ რიგებში.

„რაც შეეხება ჩატაევს, სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის მოცემულობა, რომელიც იმ პერიოდში სასამართლომ დაადგინა და გაამართლა.

დროს ნუ ვურევთ, ის იყო სხვა დროს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული. როგორც მე მახსოვს, საქმეში იყო მესაზღვრეების ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩატაევის წინააღმდეგ ჩვენებები ძალით მიაცემინეს. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. ის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევიდა ტერორისტთა სიაში. შესაბამისად, ჩატაევი გახდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

შეკითხვაზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოითხოვდა სახალხო დამცველი ჩატაევის გათავისუფლებას წლების წინ, ნანუაშვილმა უპასუხა, რომ დაეყრდნო ცნობას, რომ ჩატაევი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო მიწვეული, როგორც შუამავალი ლაფანყურის ინციდენტთან დაკავშირებით.

„მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც იყო გაცემული ავსტრიის ხელისუფლების მიერ. აქედან გამომდინარე, ის სარგებლობდა იმ დაცვით, რომელიც რამდენჯერმე გამოიყენა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობითაც მოხდა მისი დაცვა და მისი ექსტრადიციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა“, -თქვა ომბუდსმენმა.

ჩატაევი საქართველოში 2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის იყო მომლაპარაკებელი საქართველოს ხელისუფლებასა და მებრძოლებს შორის, რომლებიც მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას ლაფანყურის ტყეში მოკლეს და რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. ამ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ პოლიციელებიც.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი