უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 აგვისტო, 2017 12:43
font-size

`თავისუფალი დემოკრატები` ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

"თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მიზეზები პარტიამ განცხადებაში განმარტა.

"2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არა ერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი „რესპუბლიკურ პარტიასთან“.

სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა. შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს," - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ბურჯანაძეს ან არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ან ეს პოლიტიკური სპეკულაციაა - ირმა ინაშვილი

21 აგვისტო, 2017 , 17:15

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის  მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ი

13 თვეა თბილისს არქიტექტურის სამსახურის უფროსი არ ჰყავს - ალექსანდრე ელისაშვილი

21 აგვისტო, 2017 , 17:15

თბილისის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, წელიწადზე მეტია, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. ამის შესახებ ელისაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. ე

არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, თუკი ირმა ინაშვილი ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი-ნინო ბურჯანაძე

21 აგვისტო, 2017 , 15:47

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო. თუმცა, ბურჯანაძის თქმით, „პ

გიორგი ალიბეგაშვილს არ აქვს ინფორმაცია, კვლავ იქნება თუ არა წარდგენილი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ

21 აგვისტო, 2017 , 14:55

თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, დააყენებს თუ არა „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას, კვლავ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. „ამ საკი

დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე კენჭი ვიყარო - თამაზ მეჭიაური

21 აგვისტო, 2017 , 14:15

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს თიანეთში იყრის. ამის შესახებ მეჭია

თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი დიმიტრი ლორთქიფანიძე

21 აგვისტო, 2017 , 13:00

„დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი კახა კუკავა იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძვის. კანდიდატები „დე