უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივნისი, 2017 15:20
font-size

„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას შეაჩეროს საპარლამენტო განხილვები

მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეაჩეროს საპარლამენტო განხილვები და, სულ მცირე, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას, - ამის შესახებ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საგანგაშოდ მივიჩნევთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილელების პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საკომიტეტო მოსმენები, იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძე საჯაროდ აცხადებდა, რომ ცვლილებების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის მოსაზრებებსა და შენიშვნებს. მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის დასკვნა 17 ივნისს გამოქვეყნდება მაშინ, როდესაც კომიტეტებში კონსტიტუციის განხილვა უკვე დაწყებულია“, განაცხადა ნინო გოგუაძემ.

თამარ კორძაიას განმარტებით, მმართველი პოლიტიკური ძალა, კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ადასტურებს, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არც პრეზიდენტის, არც სამოქალაქო სექტორის და არც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეფასებებს. მისივე თქმით მმართველი პოლიტიკური ძალა ურყევად დაადგა ხელისუფლების მიტაცების გზას და სურს, უმოკლეს ვადაში გაიმყაროს და დაიმტკიცოს ძალაუფლება.

,,კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების შემოთავაზებული სახით მიღება, ჩიხში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას, რადგან დააშორებს რეალური საპარლამენტო მმართველობის მოდელს, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას პარლამენტში, აკრძალავს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, შეასუსტებს ადგილობრივ თვითმმართველობას და დაბლა დასწევს ადამიანის უფლებების დღეს არსებულ სტანდარტს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

,,თავისუფალი დემოკრატებისა“ და ,,რესპუბლიკელების“ განმარტებით დაუშვებელია ქვეყნის მმართველობის მოდელის შეცვლა ასეთ დაჩქარებულ ტემპებში. ,,მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეაჩეროს საპარლამენტო განხილვები და, სულ მცირე, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას. იმოქმედოს მის მიერვე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესაბამისად და ნუ დააყენებს ქვეყნის დემოკრატიულ გავითარებას ეჭქვეშ, რადგან ის იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ახლანდელი და მომავალი თაობების წინაშე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი