კომენტარი
„თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ ძალასთან თემატურ თანამშრომლობას ვგეგმავთ - თამარ კეკენაძე
„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის, თამარ კეკენაძის განცხადებით, პარტია საქმიანობას დამოუკიდებლად აპირებს.
ამის შესახებ კეკენაძემ გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთბული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვით, სანიკიძე ხელს შეუწყობს პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტიების დიდ გაერთიანებას და საბოლოო ჯამში, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას.
„ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პარტიული საქმიანობა. ამ პერიოდში მიმდინარეობს პარტიის განახლება და რეორგანიზაცია. ძალიან აქტიურად ვემზადებით უკვე თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობას. თემატურ თანამშრომლობას ვგულისხმობ, ეს ეხება როგორც საარჩევნო სისტემის რეფორმას, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს“,-აღნიშნა კეკენაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
მონიკა დავლიანიძე