უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 იანვარი, 2017 15:15
font-size

,,თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტს მიმართავს

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე მიმართავს პრეზიდენტს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

,,მივმართავ პრეზიდენტ მარგველაშვილს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ საკიხში, რადგან სწორედ მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულოს მიმდინარე პროცესებში. ამიტომ მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს დაინტერესდეს რა გეგმები და ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ერთი მხრივ ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. მეორე მხრივ გასარკვევია რა გააკეთა ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ საერთოდ ვყოფილიყავით წარმოდგენილნი ნატოს სამიტზე.

საქართველო არ არის ნატოს რიგითი პარტნიორი, რომელიც ელოდება მიიწვევენ თუ არა სამიტზე. ნატოს სამიტზე მონაწილეობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პროაქტიკულად და სწორად იმუშავებს როგორც ნატოსთან, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო დიდი ხნის წინ. სამწუხაროა, რომ სწორედ ხელისუფლების ამგვარი პასიურობა და არაკომპეტენტურობა აზიანებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს.

ნატო-ს 2017 წლის სამიტში არ მონაწილეობა არის ძალიან მომგებიანი გზავნილი ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის“ , - ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში.

თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა - ირაკლი სესიაშვილი

28 სექტემბერი, 2020 , 16:10

თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და

გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

28 სექტემბერი, 2020 , 15:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებ

ოპოზიციაში არის სრული თანხვედრა, ხედვები მნიშვნელოვან საკითხებზე - თინა ბოკუჩავა

28 სექტემბერი, 2020 , 14:30

“მემორანდუმში, რომელსაც დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი, წარმოდგენილია, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან და ამასთან, საუბარია განათლების სისტემაში საჭირო რეფორმებზე,” - ამის შეს

„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება` არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს

28 სექტემბერი, 2020 , 14:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დი

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმების პრინციპების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

ოპოზიციურმა პარტიებმა - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ოპოზიციას შორის შეთანხმები

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 12:16

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე