უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ივნისი, 2017 17:20
font-size

„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ საზოგადოებრივ მაუწყებელს უჩივიან

საარჩევნო ბლოკმა „თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე საჩივარი შეიტანა.

საჩივარი შეეხება სავარაუდო სოციალურ რეკლამას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადის. სარეკლამო რგოლში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, ხოლო ევროპული საპარლამენტო მმართველობა გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესს. რეკლამა სრულდება შემდეგი ტექსტით: “გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.” თუმცა, მაყურებელმა სად, რომელი წყაროდან უნდა გაიგოს მეტი, მითითებული არ არის.

„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონის “მაუწყებლობის შესახებ” მე-2 მუხლის ჰ7-ე პუნქტით სოციალური რეკლამის განმარტებას.

საჩივარში ვკითხულობთ, რომ რეკლამის კანონთან შეუსაბამობა ვლინდება შემდეგ გარემოებებში:

1. მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა ან ხელისუფლება, მაგრამ რეკლამა შინაარსით არის სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება.

2. რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად და ცალმხრივად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას და მისი მიზანი არის საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ.

3. 30 წამიან რეკლამაში საზოგადოება იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, არამედ - პარლამენტის ან კოლეგიის მიერ.

საპარლამენტო რესპუბლიკისთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ კრიტერიუმზე რეკლამაში “შეგნებული დუმილია”, რითაც მაყურებელი/საზოგადოება ხდება არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლი. ის შეყავთ შეცდომაში.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მოითხოვენ:

მიეცეს გაფრთხილება საზოგადოებრივ მაუწყებელს;

დაევალოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გაშვება ეთერში;

საჩივარს ხელს „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აწერენ.

სასამართლომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზის სარჩელი წარმობაში არ მიიღო

22 ივნისი, 2017 , 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ მედიას საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. მისი თქმით, სარჩელი

მიხეილ სააკაშვილმა მარიამ საჯაიასთავის 3 ათას ლარის ღირებულების სამკაული შეიძინა - მოწმის ჩევნება

22 ივნისი, 2017 , 16:50

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესზე, მოწმემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მალხაზ შაირიაშვილმა თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიუჯეტის თანხებით, პარლამენტის დეპუტატ მარ

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან დაკავებული ჟურნალისტი გაათავისუფლეს

22 ივნისი, 2017 , 15:20

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.  სააგენტო ,,ტურანის’’ ინფორმაციით, ჟურნალისტი უკვე თავისუფალია. ჟურნალისტის

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს

22 ივნისი, 2017 , 15:20

მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანს ქართველი პროკურორებისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპულ

სასამართლომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

22 ივნისი, 2017 , 14:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „პანორამა თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი. მოსამართლემ მოპასუხე მხარის შეუამდგომლობა გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით,

გურამ რჩეულიშვილი ითხოვს, რომ სასამართლო პროცესები 10 დღეში ერთხელ გაიმართოს

22 ივნისი, 2017 , 13:15

სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის, „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდში ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. დღევანდელ პროცესზე, ბრალდებულმა მოითხოვა, რომ პროცესები 10 დღეში ერთხელ გაიმა