უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2019 13:50
font-size

თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს - მაია ცქიტიშვილი

„ჩვენი ხელისუფლება ერთიანია იმ აზრში, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციისაკენ ნაბიჯები 2019 წელს უკვე გადაიდგა და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის უფლებამოსილება. მათვე გამოეყოთ 40 მილიონი ლარი სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში 2019 წლიდან შეიცვალა ტრანსფერის ფორმულა. მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხა დაუკავშირდა დამატებითი ღირებულების გადასახადს და ძველი მოდელისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების ზრდა აღარ იწვევს ტრანსფერის შემცირებას.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მუდმივად მზარდია და პირდაპირ მიბმულია ქვეყნის ზრდის პროცენტულ ზრდასთან.

„ახალი მოდელის შემოღების შედეგად მუნიციპალიტეტების დაფინანსება 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 13%-ით, რაც დაახლოებით 105 მლნ ლარს შეადგენს. 50 მუნიციპალიტეტისათვის მოხდა თანხის 25%-ით გაზრდა. მათ შორისაა ახმეტის, ხობის, ყვარელის, სიღნაღის, ახალციხის, ტყიბულის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ქედას, მესტიის მუნიციპალიტეტები“, - თქვა მან.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი