უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

26 აპრილი, 2017 13:50
font-size

„თავისუფალი ხალხის კინო“ –საქართველო უკრაინული კინოს დღეებს უმასპინძლებს

27-30 აპრილს საქართველო უკრაინული კინოს დღეებს უმასპინძლებს. კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში" რამდნიმე დღის მანძილზე ფილმების ჩვენებებსა და უკრაინელი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს მოიცავს.

თემასთან დაკავშირებით 27 აპრილს, 14:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში (ზ.გამსახურდიას სანაპირო #4) პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, უკრაინის სახელმწიფო კინოკომიტეტის ხელმღვანელი ფილიპ ილიენკო, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი იულია სინკევიჩი, ღონისძიების ორგანიზატორი მარია მოსკალენკო, რეჟისორი ტარას ტკაჩენკო და მსახიობი რიმა ზიუბინა დაესწრებიან.

2016 წელს სწორედ ტარას ტკაჩენკო გახდა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით "გვრიტის ბუდე", სადაცმთავარ როლს რიმა ზიუბინა ასრულებს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgiaდა JS Films. ღონისძიება გაიმართება კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალის, ასევე კომპანია Solar Media Entertament და Arcadia Media House მხარდაჭერით.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 27 აპრილს 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება. ღონისძიებას ფილმი „გვრიტის ბუდე" გახსნის.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი