უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ „ადეიშვილის ნარჩენებისგან სასამართლოსა და პროკურატურის გაწმენდის“ მიზნით საპორტესტო აქციებს აანონსებს
პარტია „თავისუფალი საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამწესებული უვადო მოსამართლეების გამო ფართომასშტაბიან კამპანიას აანონსებს. პარტიის განცხადებაში წერია, რომ გუშინდელმა კენჭისყრამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება არ ატარებს სასამართლო რეფორმას და თანამშრომლობს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დროინდელ მოსამართლეებთან.
„როგორც ცნობილია, გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი უვადო მოსამართლეების საკითხი განიხილა, რომელთა შორის არის სისტემურ დანაშაულში მხილებული ბევრი პირი. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების აქტიურობის შედეგად, უვადო მოსამართლეების სიაში ვერ მოხვდა დავით კეკენაძე - ზუგდიდის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც ნორა კვიციანი და სხვა უამრავი უდანაშაულო ადამიანი გაიმეტა სააკაშვილის რეჟიმის ტყვეობისათვის, რაც უპირველეს ყოვლისა, თავად ქალბატონი ნორას ხმამაღალი პროტესტის შედეგია.
სამწუხაროდ, დანიშნული მოსამართლეების სიაში მოხვდა სულხან მოლაშვილის მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე, მოსამართლე გოგინაშვილი, რომელმაც პატიმრობა შეუფარდა სერგო თეთრაძეს, და სხვა უამრავი ადეიშვილის ნარჩენი.
ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც გამოეხმაურა ამ პროცესს მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ და არა მანამდე, ვიდრე მის პოზიციას გარკვეული მნიშვნელობა ექნებოდა. სრულიად აშკარაა, რომ ადეიშვილის ნარჩენები თანამშრომლობენ და ალიანსში არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.
ცალკე უნდა აღინიშნოს, „ქართული ოცნების“ იმ წევრების უტიფარი და სამარცხვინო პოზიცია, რომლებიც წლების მანძილზე ჩვენთან ერთად აპროტესტებდნენ ზემოთხსენებული მოსამართლეების ქმედებებს, მაგრამ ამჯერად პირში წყალი ჩაიგუბეს და მრავალათასიანი პრემიებისა და სხვა პრივილეგიების ფასად დუმილი არჩიეს.
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებას საბოლოოდ დაანახა, რომ არანაირი სასამართლო რეფორმა საქართველოში არ მიმდინარეობს და ამ ხელისუფლების ამოცანაა სასამართლო სისტემის დატოვება სწორედ იმ ჭაობში, რომელ ჭაობშიც დატოვა ის სააკაშვილის რეჟიმმა.
„თავისუფალი საქართველო“ თანამოაზრეებთან ერთად იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, რომლის მიზანიც იქნება, ერთი მხრივ, რეფორმის ახალი პაკეტის შემუშავება, ხოლო მეორე მხრივ, საპროტესტო აქციების გზით სასამართლოსა და პროკურატურის გაწმენდა ადეიშვილის ნარჩენებისგან.
მოვუწოდებთ თანამოაზრეებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - დაგვიკავშირდნენ პარტიის ოფიციალურ Facebook გვერდზე „პოლიტიკური პარტია - თავისუფალი საქართველო““, - წერია განცხადებაში.
სულ უვადო მოსამართლეობაზე განიხილებოდა 50 კანდიდატი, აქედან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა 44-ს.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

