უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2019 16:15
font-size

„თავისუფალი საქართველო“ დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯში აღნიშნავს

„თავისუფალი საქართველოს“ წევრები 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდნენ. ინფორმაციას„თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი ავრცელებს.

„თავისუფალი საქართველოს“ წევრები დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებენ.

„თავისუფალი საქართველო“ ჯერ კიდევ 27 თებერვალს აფრთხილებდა საზოგადოებას დავით გარეჯის შესაძლო გასხვისების შესახებ. ეს საფრთხე აშკარად გამომდინარეობდა იმ დაუფიქრებელი განცხადებებიდან, რაც სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში გააკეთა. მაშინ ჩვენი განცხადება კატეგორიულად უარყო, როგორც ხელისუფლებამ, ასევე - საპატრიარქომ, ხოლო სოციალურ ქსელში პარტია გახდა ე.წ. „ტროლების“ თავდასხმის სამიზნე.

სამწუხაროდ, როგორც მოვლენები ადასტურებს, „თავისუფალი საქართველოს“ პროგნოზი მართლდება: საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოდ ადევნებს თვალს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების აქტივობებს და ცდილობს ქართულ საზოგადოებაში შექმნას საინფორმაციო ფონი, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება.

„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, გასცეს საზოგადოების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი: აზერბაიჯანული მხარის ბოლოდროინდელი აქტიურობა არის ქართულ მხარესთან შეთანხმებული პროცესი, თუ საქმე გვაქვს მეზობელი სახელმწიფოს თვითნებურ მოქმედებებთან.

პარტია მოუწოდებს აზერბაიჯანულ მხარეს, ნუ დაანგრევს ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი