უკან

პოლიტიკა

11 აპრილი, 2017 13:55
font-size

„თავისუფალი საქართველო“ ძალოვანმა სტრუქტურებს ახალქალაქის კომიტეტის წევრების გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს

,,თავისუფალი საქართველოს’’ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლ აპრილს პარტიის ახალქალაქის კომიტეტის თავმჯდომარის, პარლამენტის ყოფილი წევრის - მელიქ რაისიანის შვილები - აშოტ და კარლოს რაისიანები სუს-ის და სამცხე-ჯავახეთის შს სამმართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს გაიტაცეს ახალქალაქიდან ყოველგვარი ბრალდების და დაკავების პროცედურების გარეშე.

როგორც ,,თავისუფალ საქართველოში’’ აცხადებენ, ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენს ჯერ მათ, ხოლო შემდეგ მათი ოჯახის წევრებს და ურჩევდნენ, რომ თუკი საქართველოში მშვიდი ცხოვრება სურთ „ჭკვიანად უნდა მოიქცნენ“.

,,დაკავებული კარლოს რაისიანი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს ელექტროშოკით. 2 აპრილს დაკავებულები წარუდგინეს სასამართლოს, რომლებმაც სამართალდარღვევის არარსებობის გამო აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო კარლოს რაისიანი დააჯარიმა 250 ლარით „წინააღმდეგობის გაწევისთვის“ (პოლიცია 2-ვე შემთხვევაში ითხოვდა დაპატიმრებას).

დაკავებულებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური განმარტება თუ რა გახდა მათი დაკავების მიზეზი.

რეალურად რაისიანების წინააღმდეგ ძალოვან სტრუქტურებს გაუჩნდათ პრეტენზიები მას შემდეგ რაც მათ დაიწყეს კამპანია და მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის (წინა ადგილობრივ არჩევნებში „თავისუფალმა საქართველომ“ ახალქალაქში აჩვენა - 29% - ოპოზიციის მიერ საქართველოში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი).

ბოლო პერიოდში განვითარებული სხვა მოვლენების კონტექსტში (ქალაქის ცენტრში რეჟიმის ოპონენტების დემონსტრაციული ცემა, ნარკოტიკების ჩადება, უკანონო გატაცებები და დაკავებები) იწვევს პირდაპირ ანალოგიებს და პარალელებს სააკაშვილის რეჟიმთან და მის მიერ შექმნილ ზონდერ-ბრიგადებთან. განსაკუთრებით ამაზრზენია, როცა ივანიშვილის რეჟიმი მშობელზე ზეწოლისთვის აპატიმრებს მის შვილებს, რაც ბოლო დროს გავრცელებული ტენდეციაა და კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს არსებული რეჟიმის არაადამიანურ, უზნეო ხასიათს.

,,თავისუფალ საქართველო’’ მიმართავს სასამართლოს, შსს-ს, პროკურატურას, პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს, სახალხო დამცველს - სასწრაფოდ იქნეს შესწავლილი ზ/ა ფაქტი და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები. აღსანიშნავია, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, შესაძლებელია ამოღებულ იქნეს სათვალთვალო კამერები, აგრეთვე მობილური სატელეფონო კომპანიების კუთვნილი ანძების ჩანაწერები, საიდანაც ადვილად დადგინდება, თუნდაც ის ფაქტი, რომ დაკავებას ადგილი ჰქონდა არა ახალციხეში, როგორც მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არამედ ახალქალაქი - ასპინძის გზატკეცილზე.

იმავდროულად საქმის კურსში ჩავაყენებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, რათა საერთაშორისო მასშტაბით დაიწყოს ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილების პროცესი.

თუ უმოკლეს ვადებში არ იქნებიან დასჯილი დამნაშავეები, ვიტოვებთ უფლებას გავმართოთ საპროტესტო აქცია თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღეებში’’, - ნათქვამია ,,თავისუფალი საქართველოს’’ განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი