უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 აპრილი, 2018 14:10
font-size

,,თავისუფალი საქართველო“ საგარეჯოში მევახშეების წინაღმდეგ აქციას გამართავს

ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება საბანკო-საკრედიტო სექტორში არსებულმა უმწვავესმა პრობლემებმა, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირებენ სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანეს ამ კრიზისში, - ნათქვამია პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

პარტიის ინფორმაციით, ხვალ საგარეჯოში მევახშეების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.

,,ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, დღეს ბრალს სდებენ ქართულ ოცნებას (სრულიად სამართლიანად), რომ მათ არაფერი არ გააკეთეს და უფრო მეტად გააღრმავეს საბანკო კრიზისი, თუმცა არაფერს საუბრობენ იმაზე, რომ ეს საბანკო კრიზისი სწორედ სააკაშვილის მმართველობის წლებში დაიწყო. სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს დამკვიდრდა ტენდენცია, რომ უმაღლეს სახელმწიფო პოსტებს იკავებენ ბანკირები (პრემიერ-მინისტრები: ნოღაიდელი, გურგენიძე, გილაური) და რაც მთავარია, სააკაშვილის მმართველობის წლებში იქნა მიღებული კანონდმებლობა, რომლის მიხედვითაც ბანკებს და მევახშეებს საშუალება მიეცათ სასამართლოს გვერდის ავლით გამარტივებული წესით პირდაპირ დაეწყოთ მოვალეების გამოსახლება საცხოვრებელი ფართებიდან.

ერთადერთი პარტია, რომელიც მაშინ ეწინააღმდეგებოდა ამ მავნე კანონმდებლობას იყო „თავისუფალი საქართველო“, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მაშინ ამ ყველაფერს ისინი უწოდებდნენ არა „საბანკო-საკრედიტო კრიზისს“, არამედ „ლიბერალურ-ეკონომიკურ რეფორმებს“.

ჩვენ, „თავისუფალი საქართველო“ წლების მანძილზე ყველა სამართლებრივი საშუალებით ვუპირისპირდებოდით როგორც ცალკეულ ბანკებს, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, ასევე კერძო მევხშეებს, ვცდილობდით და ვცდილობთ გადავარჩინოთ გამოსახლებას თითოეული ოჯახი.

სამშაბათს, 11:00 საათზე, საგარეჯოში, ლეონიძის ქუჩა N12-ში დაგეგმილია 5 სულიანი ოჯახის გამოსახლება. ურდულაშვილების ოჯახმა სესხად თავის დროზე 5000 აშშ დოლარი, საიდანაც 2000 აშშ დოლარი უკვე დაფარა, ანუ რეალურად დავალიანება შეადგენს 3000 აშშ დოლარს. მოვალე თანახმაა მევახშე - იური გრიგორიანს გადაუხადოს 3000$ დავალიანება სარგებელთან ერთად 15000$-ის ოდენობით, თუმცა ამაზეც წინააღმდეგია და ითხოვს 20000$-ს, ანუ რეალურად არსებული დავალიანების თითქმის 670%-ს. 2

სამწუხაროდ, ჩვენი პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრმა - თეა წულუკიანმა დანიშნა გამოსახლება, ამიტომაც ურდულაშვილების ოჯახის გადარჩენა მხოლოდ საზოგადოების თანადგომითაა შესაძლებელი.

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საგარეჯოელებს, შევიკრიბოთ 11:00 საათზე, ლეონიძის ქუჩა N12-ში და გადავარჩინოთ ეს ოჯახი მევახშე გრიგორიანის და მინისტრ წულუკიანის ძალადობისაგან“, - აცხადებენ ,,თავისუფალ საქართველოში“ და მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომ შემოუერთდნენ აქციას საგარეჯოში.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო