უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 14:40
font-size

თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას და ტრაფარეტს ამოეფარა რუსთავი-2 -ზურაბ ტყემალაძე

მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-თან დაკავშირებით ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში მიმდინარეობს.

პრესკონფერენციაზე ტყემალაძე გამოეხმაურა სხვადასხვა პარტიების მიერ დაანონსებულ აქციებს „სიტყვის თავისუფლების დასაცავად“ და აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივი არ უნდა იყოს თითიდან გამოწოვილი, რადგან დღეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.

„თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას და ტრაფარეტს დღეს ამოეფარა რუსთავი-2 . ამ ტელეკომპანიის ირგვლივ რაც ხდება, ეს არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესები და რაც იქ გადაწყდება, მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ტყემალაძის თქმით,“ზოგიერთი თანამშრომლის განცხადება ცოტა პროვოკაციული ხასიათისაა“.

„ამ შენობას სჭირდება მიხედვა. ეს შენობა ამორტიზებულია და უნდა გაიყიდოს და ის გახდება უფრო მიმზიდველი ვიღაცისთვისაც და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თუ ვინმე ინვესტორი კარგი იერსახის შენობას გააკეთებს და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ამით ხელი შეეწყობა, აქ ცუდი მგონი, არაფერია“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ტყემალაძე თვლის, რომ ვასილ მაღლაფერიძის განცხადებები თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ადამიანის მიერ არასწორად იქნა აღქმული.

„ის ხომ ცალსახაა, რომ ვინც საქმეს ჯეროვნად ვერ ასრულებს, უნდა გამოინახოს ალტერნატიული გზა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებები იქნა არასწორად აღქმული. რისთვის არსებობს დირექცია, თუ არ გაატარებს რაიმე სახის საკადრო პოლიტიკას“,- აღნიშნა ტყემალაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`