უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2016 13:59
font-size

,,თავისუფალი დემოკრატების’’ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე გახდა

,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე თამარ კეკენაძე წარადგინა.

როგორც ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კეკენაძე ,,თავისუფალ დემოკრატებს’’ 2015 წელს შეუერთდა.

,,მინდა წარმოგიდგინოთ პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი ქალბატონი თამარ კეკენაძე. თამარის გამგებლობაში შევა როგორც რეგიონალური, ასევე საქალაქო და რაიონული ,,თავისუფალი დემოკრატების’’ სტრუქტურების დახვეწა-ორგანიზება და განვითარება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავის მხრივ, როგორც თამარ კეკენაძემ აღნიშნა, პარტიაში შესვლამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, თუმცა ე.წ. კაბელების საქმეზე უდანაშაულო ადამიანების დაკავების გამო, უწყებიდან წამოსვლა გადაწყვიტა.

,,2012-2015 წლებში ვიყავი თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამოქალაქო წარმომადგენელი ნატო-ში და ევროკავშირში. ჩემთვის ამოსავალი წერტილი, რატომაც დავტოვე თავდაცვის სამინისტრო, იყო ის გადაწყვეტილება, რაც უსამართლოდ იქნა მიღებული იმ 5 უდანაშაულო ადამიანის მიმართ, რომლებიც დააკავეს. სწორედ ამიტომ, როდესაც დავინახე ასეთი უსამართლო დამოკიდებულება ამ გუნდის მიმართ, გადავწყვიტე წამოვსულიყავი საჯარო სექტორიდან და შევერთებოდი ამ გუნდს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ კეკენაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი