უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივლისი, 2020 14:05
font-size

თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს და, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, 244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას.

„ეს დღე ნებისმიერი ერის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამხოლოდ თავისი სიმბოლიკით, რომ ეს არის დამოუკიდებლობის დღე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღე არის მატარებელი იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეს არის ის ღირებულებები, რომელიც ასევე ჩვენ გვაერთიანებს ამერიკასთან, რომელსაც ვიზიარებთ სრულიად. ეს ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე. თითქმის 30 წლის გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდში დგას და ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ჩვენ სამხედროების განვითარებას, მათ როლს თუნდაც უცხო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ეს არის ის ერთობლივი სოლიდარული გზა, რაც გავიარეთ აშშ-სთან ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს მსოფლიო დგას კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე.

„ამ გლობალური საფრთხის წინაშე, გლობალური სოლიდარობა არის აუცილებელი. აქაც კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიცით კარგად, რომ აშშ-ს როლი იყო და არის გადამწყვეტი. ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან აშშ-ის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა, თუ რა როლი ითამაშა ჩვენსა და ამერიკელ ექიმებს შორის თანამშრომლობამ. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის ფინანსური დახმარება, რათა საქართველომ გაუწიოს წინააღმდეგობა არა მხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომი ეკონომიკურ კრიზისის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთმხრივი სოლიდარობა.

ჩვენც ვიცით, რომ ამერიკა დგას დღეს ძლიერი გამოწვევის წინაშე, ძლიერი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი პანდემიასთან ერთად. მინდა, კოვიდის პანდემიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს ვუთანაგრძნო.

მინდა, გამოვუცხადო თანადგომა მთლიანად ამერიკას და ამერიკელ ხალხს, გამოვხატო ჩემი რწმენა და იმედი, რომ ჩვენ ერთად ამ კრიზისი შემდეგ ვიქნებით უფრო ძლიერი, ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამარჯვება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე დღევანდელი დღე მივულოცო ქართველებს, ვინ ცხოვრობენ ამერიკაში და ამერიკას თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. Long live America!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი