უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივნისი, 2017 13:40
font-size

თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს! - მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია-პერფომანსი გაიმართა

„მასწავლებლობა დანაშაული არაა“, „არ გადასცეთ ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას“, „თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს“, -ამ სლოგანებით თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციაზე შეიკრიბნენ ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები, ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას, ასევე მიანიჭოს მას და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი, რაც ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების პროცესს შეაჩერებს.

აქციაზე პერფომანსი დაიდგა. ჩაბუქის მხარდამჭერებმა მასწავლებელი განასახიერეს, რომელიც სასწავლო პროცესს ბორკილებდადებული უძღვება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის თუფა ჩაბუქის განცხადებით, მან უკვე შეიტანა თხოვნა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.

„ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, გაიმარჯვოს სამართლიანობამ. გუშინ მოვითხოვეთ ლტოლვილის სტატუსი და იმედი გვაქვს, ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ“, - განაცხადა თუფა ჩაბუქმა.

აქციის დასრულების შემდეგ ჩაბუქის მხარდამჭერები თბილისის პარლამენტთან გადაინაცვლნენ.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით 24 მაისს დააკავეს.

თურქული მხარე მას ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს 3-თვიანი წინასაესტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ანა მებურიშვილი


ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ