უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


სამართალი

12 ოქტომბერი, 2017 12:30
font-size

თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის მომზადების ბრალდებით 4 პირია დაკავებული

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშუტს სწავლობდნენ. დაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

საქართველოს მოქალაქემ ბაქოში იტალიის მოქალაქე გაქურდა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

ბაქოში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი, იტალიის მოქალაქე რენატო ზორზე გაქურდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული Lent.az წერს. მედიის ინფორმაციით, 61 წლის ზორზემ პოლიციაში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ქალი გაიც

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ. ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანიის კუთვნილი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

18 ოქტომბერი, 2017 , 15:40

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კ.გ. ნარკ

საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

18 ოქტომბერი, 2017 , 13:20

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქე ნოდარ დვალის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე ედავებოდა სამოქალაქო კოდექსის 185-ესა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილს კონსტიტუციის 21-

ე,წ ციანიდის საქმეზე სამივე პროკურორი გამოკითხა

18 ოქტომბერი, 2017 , 13:05

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის სამივე პროკურორი - ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი გამოკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პროკურორებმა ყველა კითხვას უპასუ

ახალი გამგებლის/მერის არჩევისას უწყების ყველა სამსახურის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტის შესახებ ნორმა არაკონსტიტუციურად ცნეს

18 ოქტომბერი, 2017 , 10:30

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე