უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 ოქტომბერი, 2016 13:35
font-size

თავზე ედგნენ კომისიის წევრებს ცალკე ჟურნალისტები, ცალკე დამკვირვებლები - კობა სუბელიანი

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, კობა სუბელიანი აღნიშნული საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი ოთახით უკმაყოფილოა.

,,ამხელა სოფელში ამ პატარა ოთახზე დიდი ოთახი ვერ ნახეს? შეამჩნევდით, როგორი სივიწროვეა. შეუძლებელია აქ არჩევნების ჩატარების კომფორტული პროცესის გამართვა. თავზე ედგნენ კომისიის წევრებს ცალკე ჟურნალისტები, ცალკე დამკვირვებლები. კუდის მოსაბრუნებელი ადგილი არ არის. მაინც აქ ვართ, რომ უზრუნველვყოთ მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება’’, - განუცხადა ჟურნალისტებს კობა სუბელიანმა.

საარჩევნო უბანზე მყოფი ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების სიმრავლით ხსნის ამ დროისათვის დაფიქსირებულ დარღვევებს ადგილზე მყოფი ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე.

,,ჟურნალისტების, დამკვირვებლების, წარმომადგენლების დიდმა რაოდენობამ მართლაც შეაფერხა პროცესი. ცოტა გვიანაც კი გაიხსნა უბანი. შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, რომელიც ვფიქრობ, რომ ისეთ გავლენას, რომელსაც შეიძლება უბნის გაუქმება მოყვეს, ვერ მოახდენს. თუ რაიმე დარღვევაა, ამას როგორც მე ვუყურებ, აბსოლუტურად პედანტურად აფიქსირებენ დამკვირვებლები. თუ იქნება საფუძვლიანი საჩივარი, მე ვფიქრობ, რომ კომისიაც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

20 აპრილი, 2019 , 14:33

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს. „წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 აპრილი, 2019 , 12:04

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რ

კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის

ზუგდიდში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

19 აპრილი, 2019 , 10:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს

აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

17 აპრილი, 2019 , 17:29

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 -მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. ირაკლი ლექვი

ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

15 აპრილი, 2019 , 15:20

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს. ამის შესახებ „რუსთავი2“ იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019