უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

თბილისელთა 44%-ს არასდროს არ ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა „ეისითიმ“ კვლევა ჩაატარა, თუ რამდენად ხშირად იტარებენ თბილისელები ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს. მიღებული შედეგების მიზედვით, 10-დან 4 თბილისელს (44%) არასდროს არ ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. თბილისელთა ერთი-მესამედი (32%) გამოკვლევისთვის სამედიცინო დაწესებულებას აკითხავს წელიწადში ერთხელ, ხოლო ერთი-მეოთხედი (24%) პროფლაქტიკური გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად მიმართავს.

აღნიშნული კვლევა 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და მასში შემთხვევითი შერჩევის გზით 400-მა ზრდასრულმა თბილისის მოსახლემ მიიღო მონაწილეობა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექიმს მიმართა გამოკითხულთა 50%-მა. კვლევამ დაადგინა, რომ ექიმთან ვიზიტის პრაქტიკა უფრო მაღალია 60 წლისა და უფროსი ასაკის თბილისელებში.

ბოლო 6 თვეში თბილისელებმა ყველაზე ხშირად მიმართეს ოჯახის ექიმს - 66%, მას მიჰყვება სტომატოლოგი 12%-ით, გინეკოლოგი 11%-ით, კარდიოლოგი - 10%-ით, ნევროპათოლოგი და ენდოკრინოლოგი 9-9%-ითა და ოფთალმოლოგი 8%-ით.

განსხვავება გამოიკვეთა გამოკითხულთა ასაკის მიხედვით. მაგალითად, ბოლო 6 თვის განმავლობაში ოჯახის ექიმის გარდა 60 წლისა და უფროსი ასაკის თბილისელები ჯანმრთელობის პრობლემების გამო ასევე მიმართავდნენ კარდიოლოგებსა (25%) და ოფთალმოლოგებს (15%). ბოლო ნახევარ წელიწადში 18-35 წლის ასაკის თბილისელები ოჯახის ექიმის გარდა ყველაზე ხშირად იყვნენ გინეკოლოგთან (24%) და სტომატოლოგთან (19%) .

ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი წარმოადგენს კვლევებისა და კონსულტაციის გლობალურ კომპანიას, რომელიც მოიცავს დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

ანა მებურიშვილი

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - გიგი უგულავა

4 ივლისი, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველო“ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს. პარტიის თავმჯდომარის, გიგი უგულავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომლმებიც სეზონურად მუშაობენ, შემოსავლის გ

`ქართულმა ოცნებამ` ათასობით ადამიანი დასაქმების გარეშე დატოვა - ბადრი ჯაფარიძე

4 ივლისი, 2020 , 15:10

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა,” - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. “რომ არა “ქართული ოცნება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე