უკან

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2017 17:55
font-size

„თბილისერვის ჯგუფმა“ საახალწლო დეკორაციების შესყიდვა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით არ უნდა განახორციელოს - საია

ა.წ. 22 სექტემბერს, შპს „თბილისერვის ჯგუფმა“ წერილობითი თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულის მიზეზად კი, კომპანიამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება მიუთითა, - ნათქვამია ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციიის განცხადებაში.

საია-ში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ შპს „თბილისერვის ჯგუფს“ არ უნდა მისცეს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე თანხმობა შემდეგ გარემოებათა გამო:

,,- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის ვალდებულებას. ასევე, სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. „თბილისერვის ჯგუფისათვის“ გამარტივებული სახელმწიფო შეყიდვის თაობაზე თანხმობის გაცემით კი, დაირღვევა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები;

- „თბილისერვის ჯგუფის“ ა.წ. 22 სექტემბრის კორესპონდნეციიდან არ ირკვევა, თუ რატომ დასჭირდა შპს-ს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორცილება და არა ელექტრონული ტენდერი მაშინ, როდესაც თბილისში, 2017-2018 წლების საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების კომისია ჯერ კიდევ 2017 წლის 16 ივნისს შეიქმნა;

- ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე განცხადებით სააგენტოს ა.წ. 22 სექტემბერს მიმართა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტომ გადაწყვეტილება არაუგვიანეს ა.წ. 27 სექტემბერს უნდა მიიღოს. სააგენტოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საჭიროა ასევე თანხმობის მიღება საქართველოს მთავრობიდან. კომპანიისათვის ამ ეტაპზე უცნობი უნდა იყოს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო ისევე, როგორც მთავრობა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესყიდვაზე თანხმობების გაცემის შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი შესაძლოა შეუფერხებლად და შეზღუდულ ვადებში ვერ განხორციელდეს, როგორც აღნიშნულის შესახებ კომპანია მიუთითებს.

საია მიიჩნევს, რომ აუცილებელად უნდა შეწყდეს არსებული პრაქტიკა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვებს ახორციელებენ ისეთი ღონისძიებებისთვის, რომელთა თარიღები წინასწარ, დიდი ხნით ადრე არის ცნობილი. სახელმწიფო შესყიდვების ნორმალური დაგეგმვისა და კვალიფიციური სატენდერო დოკუმენტაციის პირობებში, ასეთი შესყიდვების ელექტრონულად განხორციელება შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას კონკურენტული გარემო, დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და შემცირდეს კორუფციული რისკები. შესაბამისად, ასეთ დროს მინიმუმადე მცირდება ალბათობა, რომ მიმწოდებელ კომპანიად რომელიმე ფავორიტი კომპანია იქნეს შერჩეული.

მოვუწოდებთ შპს „თბილსერვის ჯგუფს“, რომ აღნიშნული შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. თავის მხრივ კი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ, შპს „თბილისერვის ჯგუფს“ არ უნდა მისცენ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე თანხმობა."

საკვანძო სიტყვები:

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი