უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2017 13:40
font-size

თბილისი „Mercedes-Benz Fashion Week”-ის მე-6 სეზონს მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით თბილისში „Mercedes-Benz Fashion Week” შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.

როგორც წინა სეზონებზე, ამჯერადაც „Mercedes-Benz Fashion week”-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (ე.წ. ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Domus Academy Fashion School, Chalhoub Group, Lane Crawford, La Rinascente, British Fashion Council, The Store of Soho House Berlin და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელი მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას, საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო მოდის რუკაზე. „Generation Now, Generation Next”- ამ სლოგანით 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს თბილისში 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. გასული წელი მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. მათი სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ისეთმა მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან Lady Gaga, Katy Perry, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან მოდის კრიტიკოსები, ბაიერები, ცნობილი გამოცემის ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოდიან: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Forbes Usa, Conde Nast International და CR Fasjion Book.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდამ სტუმრობენ, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ქართველი დიაზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Farfetch და Modaoprandi.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი