უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

18 სექტემბერი, 2019 15:10
font-size

“თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“, – „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“, – ამ სათაურით გამოცემა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილს ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი თბილისი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე – ღამის კლუბებში, სადაც დილამდე იცეკვებთ. ერთი შეხედვით თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს, რომელიც მდიდარი კულტურით გამოირჩევა, საკმაოდ ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოს“, – წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

სტატიის ავტორი თბილისში მდებარე საერთშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს.

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოსა და კერძებს.

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და მის ფარგლებში საქართველოს შესახებ კიდევ ოთხი სტატია გამოქვეყნდება.

გამოცემას მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონი მკითხველი ჰყავს.

მოდელისთვის ახალი FLYING SPUR ბენტლიმ წარადგინა სპეციფიკაცია BLACKLINE

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

-სპეციფიკაცია  Blackline ახალი   Flying Spur-სთვის: კიდევ უფრო მკვეთრი ვიზუალი ოთხკარიანი მდიდრული ბენტლის გრან ტურერისთვის.   -ახალ ბენტლი Flying Spur იდეალურ შესაბამისობაშია ლიმუზინისთვის დამახასიათ

მოძრაობის თეატრში ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

12 ოქტომბერი, 2019 , 10:55

დღეს, მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის - „თამადამანჰეტენზე“ პრემიერა გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გახსნის

ამიერკავკასიაში საქართველო ყველაზე ნაკლებად დაექვემდებარა ტროიანელი-კრიპტოგრაფების თავდასხმას

2 ოქტომბერი, 2019 , 14:15

2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს კომპიუტერების მომხმარებლების 0.37% თავს დაესხნენ მავნე ტროიანელი კრიპტოგრაფები, სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 0.57%, ხოლო აზერბაიჯანში - 0.85%. ამის შესახებ იტყობინება კომპანია

ლელა წურწუმიამ `ვიხსენებ ყველაფერს თავიდან` აფხაზურად შეასრულა (ვიდეო)

27 სექტემბერი, 2019 , 14:00

მომღერალმა ლელა წურწუმიამ ყველასათვის საყვარელი სიმღერა - "ვიხსენებ ყველაფერს თავიდან" აფხაზურად შეასრულა.