უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 თებერვალი, 2018 12:15
font-size

თბილისი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ უკვე მეორედ მასპინძლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

„ენერგეტიკის თემაზე კონფერენციები ძირითადად იმართებოდა სახელმწიფოს ან ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დღეს კი ჩვენ ვიმყოფებით მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც კერძო კომპანიების მიერ არის ორგანიზებული. დღეს სახელმწიფო სტუმრის სტატუსით არის მოწვეული. კერძო სექტორის მხრიდან ჰიდროენერგეტიკის მიმართ მსგავი ინტერესი და თავად ფაქტი, რომ თბილისი უკვე მეორედ შეირჩა აღნიშნული კონგრესის მასპინძლად, ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებიც გავატარეთ და მომავალში ვგეგმავთ, ეფექტურია და ზუსტად პასუხობს დარგის გამოწვევებს. ჰიდროენერგეტიკული რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რესურსების განვითარება და გამოყენება პრიორიტეტულია. ადგილობრივი რესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველს“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისთვის.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საუბრობენ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.

კონგრესზე სიტყვით გამოდიან თურქული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ყაზახური, ტაჯიკური, ყირგიზული და ქართული როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს.

კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის“ ორგანიზებით იმართება. კონგრესი ორდღიანია და ის 15 თებერვალს დასრულდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ივნისი, 2018 , 17:40

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0. 0012 თეთრი შეადგინა. გამყარდა

ისრაელური ინვესტიციით ახალი საწარმო ამოქმედდა

20 ივნისი, 2018 , 17:40

პირველად საქართველოში, ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში ისრაელური ინვესტიციით გაიხსნა ხილის გაყინვის საწარმო GlenBerries, რომელიც ქართულ ხილს ევროპასა და ისრაელში ექსპორტზე გაიტანს. საწარმოში ინვესტირებულია 2 მილიონი დ

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2018 , 16:50

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას და ის ადამიანებს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით

ინვესტიციების დაცვის ახალი ფორმატი

20 ივნისი, 2018 , 16:05

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში გერმანიის ბიზნეს ასოციაციის, პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის, საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალ

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვნად ასათვისებლად - მამუკა ბახტაძე

18 ივნისი, 2018 , 16:15

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამ

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია - ცოტნე ყავლაშვილი

16 ივნისი, 2018 , 15:15

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან